მიწოდება და დაბრუნება
მიწოდება
თბილისში შეკვეთას მომდევნო დღეს მოგიტანთ, უფასოდ. სხვა ქალაქებში მიწოდება 2-4 სამუშაო დღეს გრძელდება და 15 ₾ ღირს; 1000 ₾-ზე მეტი შეკვეთა მთელ საქართველოში უფასოდ მიდის.
მსხვილ ტექნიკას ბინამდე ავიტანთ და შეფუთვას წავიღებთ. კურიერი მიტანამდე ერთი საათით ადრე დაგირეკავთ.
მონტაჟი
სარეცხი მანქანისა და ჩასაშენებელი ტექნიკის მონტაჟი თბილისში 49 ₾ ღირს. სურვილს შეკვეთის გაფორმებისას მიუთითეთ.
დაბრუნება
გამოუყენებელ ნივთს 14 დღის განმავლობაში დაგვიბრუნებთ, ორიგინალ შეფუთვაში. თანხას იმავე ბარათზე 5 სამუშაო დღეში დაგიბრუნებთ. დეფექტის შემთხვევაში ტექნიკას ჩვენ წავიღებთ, უფასოდ.